ჩვენ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა დაემატა - რიონის ხეობის მცველები

გამოქვეყნდა:

"ვითხოვთ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა", - "რიონის ხეობის მცველების" განცხადებით, მას შემდეგ რაც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებთან გამართული შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა, მათ მოთხოვნებს თურნავას გადადგომაც დაემატა.

როგორც, "რიონის ხეობის მცველი", ვარლამ გოლეთიანი, "მთავართან" საუბრისას ამბობს, ნათია თურნავამ შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს, როდესაც შეხვედრიდან "გაიპარა".

"ჩვენს მოთხოვნებს დაემატა ის, რომ უკვე ვითხოვთ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე, რომელიც ჩანიშნული იყო, დღის წესრიგი გაწერილი იყო და თავად დაარღვიეს ეს დღის წესრიგი, როდესაც გაიპარნენ ამ შეხვედრიდან. ამ შეხვედრაზე უნდა გაცემულიყო ყველა შეკითხვაზე პასუხი, ეს იყო ჩვენი მიზანი და ამიტომ მივედით ამ შეხვედრაზე. მათი მხრიდან მოხდა შეხვედრის ჩაშლა. შესაბამისად, ამ ქმედებით უამრავ ადამიანს მოგვაყენა შეურაცხყოფა და ვითხოვთ, რომ გადადგეს", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, დღეს, 13:00 საათზე, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ამავე თემაზე:

ფოტო: ნეტგაზეთი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი