ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო. მოსახლეობა ადგილზე უკვე შეიკრიბა. ორაგიზატორების თქმით, აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც ჩამოვიდნენ.

"ჩამოვედით სვანეთიდან, მესტიიდან ვუერთდებით აქციას, რომ შეჩერდეს ნამოხვან ჰესის მშნებლობა და დატოვოს კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა. დღევანდელი აქცია ეძღვნება მხოლოდ და მხოლოდ ნამოხვანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამასთან არ ვაერთიანებდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით იმ მავნებლურ პროექტებს, რაც მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მანქანებში გაათევს.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი