კრისტიან დანიელსონი "ოცნების" ლიდერებს დღეს უკვე მეორედ ხვდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება. ევროკავშირის საქართველოს ოფისში, შეხვედრა, ამ წუთებში იწყება. შეხვედრას ისევ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი დაესწრებიან. 

მანამდე კი დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ყველაფერი გაირკვევა და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ამაზე როგორც "ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიების წევრები საუბრობენ. 

ამავე თემაზე: 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი