სროლა გორში - შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა 10-მდე მასრა იპოვეს.
სროლის შედეგად დაჭრილი 30 წლამდე კაცი კი კლინიკა "გორმედშია" გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. სროლა ვერხვების დასახლებაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სროლას სავარაუდოდ, ქუჩური დაპირისპირება უძღოდა წინ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, თუმცა მომხდართან დაკავშირებით მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.