გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, 116-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას და რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ მისი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, წულაიას ნასვამობა ალკოტესტმა არ დაადასტურა. 

გარდა ამისა, წულაიამ დღეს პროტესტის გამო შიმშილობაც დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი