მარნეულის საკრებულოში "ქართული ოცნების'' წევრმა, ილჰამ გასანოვმა, მმართველი პარტია დატოვა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის'' რიგებს შეუერთდა. ამ ცვლილების შემდეგ ოპოზიციური პარტია, ფრაქციად დარეგისტრირდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მმართველი პარტიის რიგებს კიდევ ბევრი დეპუატი დატოვებს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნება ბოლო დროს უკვე ჩვეულებრივად იშლება ყველა რაიონში, მათ შორის, მარნეულშიც. ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა ქართული ოცნების რიგები. ზუსტად ამის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი ფრაქცია მარნეულის საკრებულოში", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აზად ქარიმოვმა.
აქამდე მარნეულის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" 2 წევრით იყო წარმოდგენილი.