ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer გამოკივეთა, როგორც ყველაზე "ტრენდული" ვაქცინა. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების შემდეგ შეძლებენ მოქალაქეები დაარწმუმონ, რომ ახალციხეში ექთნის გარდაცვალების მიზეზი "ასტრაზენეკას" ვაქცინა არ ყოფილა, რაც ნდობას გაზრდის.

"ფაიზერი, გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ასევე მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხაროდ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ღმა კვლევა იმის საშუალებას მისცემთ, რომ მოქალაქეები დაარწმუნონ - "ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა "ასტრაზენეკას" მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება 25 მარტს დაიწყო. 

 65 წლს გადაცილებულ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინას შორის შეუძლიათ.

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი