ბაკურიანში, მოთხილამურეთა მწვრთნელის მანქანა აფეთქდა 

გამოქვეყნდა:

აფეთქება დაბა ბაკურიანში - დღეს დილით,  ბაკურიანის ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელთა მწვრთნელის, იბრაგიმ გობოზოვის ავტომობილი აფეთქდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გობოზოვი სახლთან მდგარ ავტომობილს წმენდდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გობოზოვმა მცირე დაზიანებები მიიღო. როგორც ის "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა" და საავადმყოფოც უკვე დატოვა. 

,,მანქანა ეზოსთან იდგა, ძარაზე რაღაც ნივთი შევნიშნე და რომ აიღო აფეთქდა. გამოვიძახე პოლიცია და მუშაობენ. თითებზე მივიღე დაზიანება და ცოტა მკერდის არეში" - ამბობს გობოზოვი

როგორც შსს-მ "მთავარს" უთხრა, მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი