რა არის და რა სიმპტომები აქვს დაავადებას, რომელიც კახა კალაძეს დაუდგინდა

გამოქვეყნდა:

რა არის და რა სიმპტომები აქვს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულურ დისფუნქციას, რომელიც თბილისის მერს, კახა კალაძეს დაუდგინდა

"მთავარი არხის" ვებგვერდმა, ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დაადგინა, რომ კოხლეო-ვესტიბულური აპარატი წონასწორობის დაცვაზეა პასუხისმგებელი და შიგნითა ყურშია მოთავსებული. ამ სისტემას, როგორც ყველა ორგანოს, აქვს სისხლმომარაგება.

ადგილობრივი სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო კი იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, წონასწორობის დაკარგვა, სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება, არტერიული წნევის რყევა და ა.შ.

კახა კალაძეს საბოლოო დიაგნოზი დღეს, 28 მარტს დაუდგინდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაძე თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობის დინამიკა დადებითია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი