"რა ვქნა, უსწავლელები იყვნენ ბალღები?" - სოფელი ხორხი ნელნელა ქრება, ბავშვებს სწავლა და ქირით ცხოვრება ანანურში უწევთ

გამოქვეყნდა:

სკოლები გაიხსნა, მაგრამ რანაირად გაიხსნებოდა იქ, სადაც სკოლა საერთოდ არ არის? ბდა არც არავინ ააშენებს სკოლას იქ, სადაც მხოლოდ ორად-ორი ბავშვი ცხოვრობს - სოფელი ხორხი ნელნელა ქრება: იქ, ფაქტობრივად, მხოლოდ მოხუცები ან შუა ასაკს გადაცილებული ადამიანები ცხოვრობენ. და მარტო ერთ ოჯახს ჰყავს იქ ორი ბავშვი, ორი და.. და ისინიც მხოლოდ მცირე დროს ატარებენ მშობლიურ სოფელში, სადაც არც სხვა ბავშვები არიან, ვისთანაც იმეგობრებდნენ, ითამაშებდნენ ან ისწავლიდნენ.

უახლოესი სკოლა ანანურშია, 20 კილომეტრის მოცილებით; ამიტომ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, სოციალური დახმარების ხარჯზე, მშობლებმა ბავშვებისთვის ანანურში სახლი იქირავეს და შვილები იქ გადაასახლეს - მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განათლება მიიღონ და თანატოლებთან ურთიერთობა ჰქონდეთ.

 

გურანდა ავალიანის რეპორტაჟი: "ნაქირავები განათლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი