ციფრი, რომელიც დღეს გაჟღერდა - 673 გამომჟღავნება, ეს მატების ისეთი ნიშანია, რომელიც ჩვენგან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ვთხოვ მოსახლეობას, ასაკიდან გამომდინარე ზოგს, როგორც ბაბუა ისე ვთხოვ, ზოგს როგორც მშობელი და მეგობარი. პირბადეს ნუ უგანებთ... პირბადის გარეშე ნუ ივლით. გიგიენა, ხელის დამუშავება, აერაცია იმ სივრცის, სადაც თქვენ ღვაწობთ... ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა, არის ვაქცინაცია.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომაზე.