თუ პოლიტიკოსი არაა, პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება - "ოცნების" ახალი მესიჯბოქსი რურუაზე

გამოქვეყნდა:

"ვინც არაა პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა", - ასეთი განცხადება გააკეთა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით.

მმართველ გუნდს, გიორგი რურუასთან მიმართებით ახალი მესიჯბოქსი აქვს.

"შეიძლება იწოდებოდეს ადამიანი ჟურნალისტად, როცა ჟურნალისტიკაში არ ახორციელებს არანაირ საქმიანობას? როცა ადამიანი თვითონ არ აცხადებს, რომ პოლიტიკოსია, როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი?!", - თქვა "ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, კი "ძალიან ცოტა სინდისი და ტვინის უჯრედები არის საჭირო, იმისთვის, რომ ვიცოდეთ - ადამიანი პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს მაშინაც კი, თუ ის არაა პოლიტიკოსი"

"პოლიტიკური პატიმარი არის პირი, რომელსაც ხელისუფლება დევნის იმის, გამო რომ ის ეწინააღმდეგება, აკრიტიკებს ხელისუფლებას. კიდევ ერთი უტიფარი ტყუილი, რომელიც ჩვენ გუშინ ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ თითქოს 2 500-ად იყიდა "მთავარი არხის" წილი და 2 500 ლარად რანაირად შეიძლება გამხდარიყო კომპანიის დამფუძნებელი. რეალურად მან კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია, რომელმაც საბოლოო ჯამში შეადგინა 500 000 დოლარი", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი