საქართველოში, პოზნერის მასპინძელი, რუსი ოლიგარქის ცოლი, მომღერალი მირანდა მირიანაშვილია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ კრემლის პროპაგანდისტული მედიის გამორჩეული სახის, ვლადიმერ პოზნერისა და მასთან ერთად 40-მდე რუსი ჟურნალისტისა და შოუ სამყაროს წარმომადგენლების მასპინძელი მირანდა მირიანაშვილია - რუსეთში ცნობილი მომღერალი და მილიარდერი ბიზნესმენის მეუღლე, რომელიც საქართველოში თავისი პოლიტიკური აქტივობებითაც ვიცნობთ. სწორედ მირიანაშვილმა დააორგანიზა რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა. 

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, ჩამოფრინდა. კრემლის პროპაგანდისტისა და პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ სხვა სტუმრებიც.

პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს სავარაუდოდ სწორედ საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს.

ამავე თემაზე:

შეგახსენებთ, სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა - "აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი"

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი