თბილისის აქციას ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, სასტუმრო "ვინოტელის" წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ბათუმში სოლიდარობას უცხადებენ. ერას მოედანზე, ანტისაოკუპაციო პლაკატებით ხელში, ამ წუთებში ადგილობრივი აქტივისტები არიან შეკრებილები.

"ვინოტელიდან" კი პოლიციის კორდონის თანხლებით, პუტინის მეგობრები უკვე გააცილეს. მათ ტერიტორიის დატოვება საქართველოს ჰიმნისა და "რუსეთი ოკუპანტიას" შეძახილების ფონზე მოუწიათ.

რამდენიმესაათიანი ვახშამი კი ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ამას პუტინის მეგობრებისთვის მოლხენაში ხელი არ შეუშლია

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი