"მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას" - გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

გამოქვეყნდა:

მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას - ეს განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც თავად მამა ანდრია სარიაც მიყო მიწვეული.

ჯაღმაიძე განმარტავს, რომ მუდმივმოქმედი კომისია დადებს დადგენილებას მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ, გადაუგზავნის პატრიარქს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც უკვე სწორედ ის მიიღებს, თუმცა რა ვადებში, ეს ჯერ უცნობია.

მღვდელმსახურებიდან განკვეთა ეს არის დადგენილება, რომელსაც დადებს კომისია და გადაეცემა პატრიარქს გადაწყვეტილების მისაღებად - ამბობს ჯაღმაიძე

მისივე თქმით, ანდრია სარია მისი განცხადებების გამო, უკვე არაერთხელ გააფრთხილეს და მღვდელმსახურებაც შეუჩერეს.

ჯაღმაიძის თქმით, ანდრია სარიამ კომისიის დადგენილება "მშვიდად მოისმინა" .

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი