გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება, 97 682 დარეგისტრირებულიდან, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს შეეძლება. ამის შესახებ შეთანხმება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმდა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიებია შტუტგარტის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. უახლოეს პერიოდში კი რეგიონების არეალის გაფართოება იგეგმება.
გერმანიაში სეზონური სამუშაოები გერმანიასი აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია კი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული.
მანამდე კი ცნობილი იყო, რომ გერმანიაში მხოლოდ 500 ადამიანი გაემგზავრებოდა.