სასტიკი მკვლელობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში - კაცს ნათესავი ძმების მკვლელობას ედავებიან. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, დანაშაული კი სანადირო თოფით მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელსაც მკვლელობაში ედავებიან, მიმალვაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.