რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე - "მთავარმა არხმა" აღმოაჩინა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომლისთვისაც აქამდე ყურადღება არავის მიუქცევია

გამოქვეყნდა:

რა გახდა ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი და გარდაცვლილი ექთნის დაღუპვის მიზეზი, ცნობილი ამ დრომდე არ არის. "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტი, ლაშა კვესელაძე უკვე რამდენიმე კვირაა ამ თემაზე მუშაობს და ექიმებთან ერთად ცდილობს, იპოვოს პასუხი, რას შეიძლებოდა გამოეწვია გართულებები მეგი ბაქრაძის ორგანიზმში. 

სპეციალური პროგრამის საშუალებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ლაშამ აღადგინა კომაში მყოფი ექთნის სამგანზომილებიანი მოდელი და აღმოაჩინა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომლისთვისაც აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება - მეგი ბაქრაძეს ფილტვების ინტუბაცია არასწორად უტარდებოდა და, შედეგად, მისი ერთი ფილტვი არ ფუნქციონირებდა.

კომპიუტერის საშუალებით აღდგენილ სურათში პირდაპირ გამოჩნდა, რომ სასუნთქი მილი მხოლოდ ერთი ფილტვისკენ ჩადის. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელმაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი: "ექთნის საქმე: საექიმო შეცდომა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი