იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა. მინისტრს დღეიდან ოთხი მოადგილე ეყოლება. თანამდებობაზე ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაინიშნენ.
ბრეგაძეს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს – ბექა ძამაშვილი და აკაკი საღირაშვილი. სამინისტროს ცნობით, ისინი აგრძელებენ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.
შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოში წასვლის შემდეგ, პრემიერმინისტრმა იუსტიციის მინისტრად რატი ბერგაძე 1 აპრილს დანიშნა.