ბრალდებულ ექიმებს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით  3 000 - 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე, რომელიც სრულად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, სამივე დაკავებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ ექიმებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა, ხოლო წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩანიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი