საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებასაც შეძლებენ. ამ თემაზე ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მუშაობის დაწყების მსურველებმა რეგისტრაცია პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ უნდა გაიარონ.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი