ზეწოლა მოწმეზე - თვითმხილველი, რომელიც ორთაჭალაში სროლის ფაქტს შეესწრო, მედიასთან აღარ საუბრობს

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული დაპირისპირება ორთაჭალის ხიდთან - მამაკაცი, რომელიც ინციდენტს შეესწრო, მომხდარზე აღარ საუბრობს. მას შემდეგ, რაც "მთავარის" ეთერში მისი კომენტარი გავიდა, თვითმხილველს პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრნენ, რის შემდეგაც მან მომხდართან დაკავშირებით საუბარი აღარ ისურვა.

შსს-ს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, ერთადერთი თვითმხილველი დააშინეს და გააფრთხილეს, რომ მომხდარზე მედიასთან აღარ ესაუბრა.

შეიარაღებული დაპირისპირება ორთაჭალის ხიდთან შუადღეს მოხდა. პოლიცია ერთ-ერთი ავტომანქანის გაჩერებას შეეცადა, რომელშიც 4 პირი იმყოფებოდა. მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ჰაერში სროლა განახორციელა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. 

თვითმხილველის ინფორმაციით, სროლის დროს ერთ-ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი