"ფული მაქვს და ვყიდულობ, ქალო" - ანრი ოხანაშვილის სიმამრს სახელმწიფომ მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა

გამოქვეყნდა:

ანრი ოხანაშვილის სიმამრს, გორში, ზუსტად საოკუპაციო ზოლთან სახელმწიფომ მიზერულ ფასად, პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა 80 ჰა სასოფლო სავარგულები. ამირან ხოდელი ამტკიცებს, რომ მისი ახლად გაშენებული პლანტაციები სიძის კარიერას არ უკავშირდება. მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის მიწების გადაცემა ოხანაშვილის  დეპუტატობის პარალელურად იწყება.

დოკუმენტებიდან ირკვევა რომ  ანრი ოხანაშვილის სიმამრს მიწები გორის რაიონში სიძის დეპუტატობამდეც ჰქონდა, თუმცა, ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან ადრე შეძენილ მიწებს, სოფლის დანარჩენი ფართობიც მიუერთა. თავად, ანრი ოხანაშვილის სიმამრი უცნაურს ვერაფერს ხედავს, იმაში რომ სოფელ ბერშუეთში ყველაზე ბევრი მიწის ნაკვეთი მას აქვს, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ რაც მისი ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა და მისი სიძე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

2016 წელს ამირან ხოდელმა  სოფელ ბერშუეთში 12 ჰექტარზე ვაშლის ბაღების გასაშენებლად სახელმწიფოსგან ასი ათასი ლარის დაფინანსებაც  მიიღო. გრანტი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გადასცეს. მხოლოდ ბერშუეთი არ არის ერთადერთი ადგილი სადაც ამირან ხონდელი მიწის დიდ ფართობს ყიდულობს. 800 კვ.მ-ზე აშენებული მდიდრული სახლი დიდ დიღომში მილიონერების დასახლებაში ამირან ხოდელმა შვილს, მაკა ხოდელს აჩუქა.

ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი: "დეპუტატის სიმამრი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი