"არაფერი აქვთ. გთხოვთ, გავაკეთოთ რაღაც, რომ ბავშვმა სახლი მიიღოს" - ენგურში დაღუპული ჯონი გვალიას ძმა არასრულწლოვან ძმისშვილზე

გამოქვეყნდა:

ენგურში გარდაცვლილი ჯონი გვალიას ძმა ხელისუფლებას არასრულწლოვანი ძმისშვილისთვის დახმარებას სთხოვს. როგორც ნუგზარ გვალიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა, ბავშვი გალში რუსულად სწავლობს და ქართული არ იცის. 

"არ ვიცი, როგორ გაიზრდება ეს პატარა, თორემ რაღაც-რაღაცები კიდევ იქნება. მე უნდა გადმოვიყვანო, ან რაღაცა უნდა გავაკეთო მაგრამ მეც ერთ ოთახიან ბინაში ვარ და რა უნდა გავაკეთო... მთავარია, ბავშვი გაიზარდოს. ან სწავლის რაღაცა დაგვიფინანსონ, ან რაღაცა.. ეს ბავშვი საერთოდ.. იქ რუსულს სწავლობენ, ბავშვმა ქართული არ იცის. კი ჩამოვიყვან, აქ ვაცხოვრებ და შევასწავლი, არაა პრობლემა, მაგრამ, ვთხოვ მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას დახმარებას]" - ამბობს ნუგზარ გვალია. 

ცნობითვის, 7 აპრილს, მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი