წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გამოცემა "რეგინფოს" ცნობით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.

მათივე ინფორმაციით, მამაცაცი, რომელმაც თავი მოიკლა, მეგობართან ერთად ნამოხვანში გუშინ თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.

უცნობია, როგორ მოახერხეს თბილისიდან ჩასულმა პირებმა ნამოხვანში შესვლა, რადგან ერთი კვირაა პოლიციას რიონის ხეობაში შესასვლელები როგორც ქუთაისის, ასევე ცაგერის მხრიდან ჩაკეტილი აქვს და გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევენ, ვინც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას მხარს არ უჭერენ.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, ამ დროისთვის, ადგილზე, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი