800 ათასი ლარი საბავშვო ატრაქციონებისთვის - პანდემიის პირობებში გორის მერია ახალ პროექტს იწყებს

გამოქვეყნდა:

800 ათასი ლარი საბავშვო ატრაქციონებისთვის - პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში გორის მერია ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობას იწყებს. ქალაქის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის აზრით, აღნიშნული პროექტი ქალაქისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.

მერის წამოწყებას გაუმართლებლად მიიჩნევს ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას"  ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ვატო გელაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტში ეს პირველი საეჭვო ტენდერი არ არის.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის ეპიდემიის დაწყებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გორში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ოჯახების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. მათთვის დახმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ გაუწევია.  სამაგიეროდ, გორელებს ახლა რეკლამების ყურება და ახალ ატრაქციონებზე გართობის საშუალება ექნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი