ევროკავშირის წარმომადგენლობაში, თალაკვაძის შემდეგ "ლელოს" ლიდერები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობაში, არჩილ თალაკვაძის შემდეგ, "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მივიდნენ. ჯაფარიძის თქმით, ელჩებს ხშირად ხვდებიან და ეს არანაირი სპეციალური შეხვედრა არაა. რა თემებს განიხილავენ მხარეები, ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობილია, რომ ამ წუთებში, საელჩოს შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, კელი დეგნანსა და კერლ ჰარცელს ხვდება. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია. "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს მოვლენების განვითარებისთანავე მოგაწვდით. 

ამავე თემაზე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი