ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულთათვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის წესი უქმდება.

"19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან;

ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან", - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კარანტინის მოხსნის მიუხედავად,  ხელისუფლებაში უარყოფენ, რომ ეს გადაწყვეტილება ენგურზე დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება და ამბობენ, რომ ეს ოკუპაციის შედეგია და არა ეპიდსიტუაციის.

მთავრობის ინფორმაციით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნით "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია დღესაც გაიმართა, პოლიციამ 4 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი