"პირველივე დღიდან მთელი აქცენტი იყო მღვდლის შვილზე"- სარალიძის საქმეზე დაკავებულის დედა 

გამოქვეყნდა:

ხორავას ქუჩის სისხლიან შსს კიდევ ერთ პირს აკავებს - დღეს იზოლატორში გადაიყვანეს დეკანოზ შიო მენაბდის შვილი გიორგი მენაბდე, რომელიც ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა ბრალდებებთან ერთად სწორედ მენაბდეს ადანაშაულებდა მძიმე დანაშაულში, თუმცა წლების განმავლობაში გამოძიება ამ მიმართულებით არ წასულა.

ახლა კი ახალგაზრდა ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალით დააკავეს.

სახლში არ იყო, მაგრამ ისიც არ ვიცი საიდან აიყვანეს. ისიც არ ვიცი გიო სად ჰყავთ. სავარაუდოდ რადგან ეკლესია იდევნება და სასულიერო პირების ლანძღვა-გინება მიმდინარეობს ამ იმით. პირველივე დღიდან ლაპარაკი იყო, მთელი აქცენტი იყო მღვდლის შვილზე - აცხადებს გიორგი მენაბდეს დედა 

დავით დადიანი, ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია გამოძიებისგან ჯერ არ მიუღია და უფრო მეტი, რატომ დააკავეს მენაბდე, საქმის მასალების გადაცემის შემდეგ ეცოდინება.

მენაბდეს სასამართლო შესაძლოა ხვალვე ჩაინიშნოს.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი