რუსთაველის თეატრთან ვითარება დაიძაბა - დაპირისპირება მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის

გამოქვეყნდა:

რუსთაველის თეატრის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებთან თეატრის მსახიობები მივიდნენ, რომლებიც რეპეტიციაზე უნდა მისულიყვნენ. მათ უკმაყოფილება გამოხატეს და თქვეს, რომ ვიდრე სამართლებრივად არ გადაწყდება საკითხი, მათი კოლეგა არ უნდა დაადანაშაულონ. მათივე თქმით, ქალზე ძალადობას გმობენ, ნინუცა მაყაშვილიც და ბესო ზანგურიც მათი მეგობრები არიან, თუმცა არ თვლიან, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თავის განცხადებებით ძალადობა წაახალისა.

ადგილზე მსახიობები გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი და ლევან ხურციაც იმყოფებიან და ამბობენ, რომ რობერტ სტურუას მისამართით, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებები უსამართლოა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი