საქართველო რამდენიმე პარამეტრით ავტორიტარიზმს მიუახლოვდა - ფრიდომ ჰაუსის დასკვნა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის - ფრიდომ ჰაუსის მორიგი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასება გაუარესებულია, რისი მთავარი მიზეზიც ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნით, არის ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის გიგი უგულავას დაპატიმრება, ხელისუფლების მიერ პროვოცირებული პოლიტიკური კრიზისი და მოსამართლეების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა. ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, საქართველო ისევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნად რჩება, თუმცა რამდენიმე პარამეტრით ის ავტორიტარული რეჟიმებს მიუახლოვდა. 

ფრიდომ ჰაუსის ანგარიშით ფასდება დემოკრატიის ხარისხი ქვეყნებში. საქართველოს შარშანდელი მაჩვენებელი 3,29 ქულა იყო, წელს კი ეს მონაცემი ოდნავ გაუარესებულია და 3,25 ქულას შეადგენს.

ანგარიშში კონკრეტულად არის ნახსენები 2020-ის დასაწყისში გაურკვეველი მოტივით დაწყებული დაპატიმრებები, მათ შორის გიგი უგულავას უკან, საპატიმროში დაბრუნება და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლიდან მალევე მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. 

სასამართლოს სისტემა ისედაც დაძაბულობის მაპროვოცირებელია ქვეყნის ისედაც პოლარიზებულ ვითარებაში. 2019 წელს და 2020-ის დასაწყისში განურჩეველმა დაპატიმრებებმა და კამათის საგნად ქცეულმა რამდენიმე სასამართლო პროცესმა ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა. იმის ნიშნად, რომ ამგვარი შემთხვევები არ იქნება მხოლოდ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში შემოფარგლული, ის ამტკიცებს, რომ საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში მიავლინა 14 ახალი მოსამართლე, უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიონალური დანიშვნის პროცესის შედეგად, - ვკითხულობთ ანგარიშში.    

დოკუმენტში ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა სასამართლო სისტემას. მასში ვკითხულობთ, რომ სასამართლოებს ქვეყნები აკომპლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით. ამ კონტექსტში საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნებიცაა ნახსენები. 

2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში პოლიტიკოსები ძირს უთხრიდნენ კანონის უზენაესობას, რამაც  გამოიწვია მაჩვენებლების გაუარესება ჩეხეთის, საქართველოს, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროსთვის. მთავრობები სასამართლოებს აკომპოლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით, იღებდნენ სასამართლოს შემზღუდველ კანონებს  და ზოგ შემთხვევაში აწარმოებდნენ დევნას ცალკეული მოსამართლეების მიმართაც. 

პოლიტიკური პროცესების შეფასებების კუთხით ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია 2020 წლის თებერვლის მოვლენები, რის დროსაც ივანიშვილის ოცნებამ უარი თქვა დაპირების შესრულებაზე, რომ საქართველო გადასულიყო სრულად პროპორციული არჩევნების სისტემაზე. ანგარიშში ნახსენებია, რომ 2020 წლის თებერვალში ქართული ოპოზიციის წარმოამდგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო ცხოვრებას, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის მეტად რთული მომენტი იყო. ამ დაძაბულობის განმუხტვა მოხერხდა თვეების შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ვითარება მარტის შეთანხმების მიღწევით ამოიწურა. 

ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლით შემცირდებოდა ქართული ოცნების შანსები, კიდევ ერთხელ გაემარჯვათ 2020 წლის არჩევნებში. 

უმკაცრესი შეფასებები ფრიდომ ჰაუსისგან - ასე აფასებს ამ ანგარიშს ოპოზიცია და მიიჩნევს, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ გადადგას ნაბიჯები საიმისოდ, რათა ქვეყანა ავტორიტარული ქვეყნის კატეგორიას კიდევ მეტად არ მიუახლოვდეს. 

გასაკვირი არ არის, რომ ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში გაუარესებულია საქართველოს ყველა ინდიკატორი, ამისთვის არის ყველა კომპონენტი. ესაა პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების გამოყენება, რასაც ივანიშვილი მუდმივად აკეთებს და მეორეა ის, რომ ივანიშვილმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანა სრულად გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ანგარიშში სახელად "ქვეყნები გარდამავალ პროცესში" ვკითხულობთ: უფრო მეტ ლიდერს ქვეყნებში თავიც კი აღარ მოაქვთ დემოკრატიული წესებით მოთამაშედ, ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მუშაობვენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად.   

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი