ავარია კახეთში - არის მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული

გამოქვეყნდა:

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო  შემთხვევას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ავარია გურჯაანი-აფენის გზაზე, სოფელ გუჯარეთთან მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა სამი მგზავრი. სხვადასხვა სახის ტრამვებით, 112-ის ბრიგადებმა დაზარალებულები ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და  საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი