ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ სცნეს

გამოქვეყნდა:

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, დერეკ შოვინი დამნაშავედ სცნეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ განაჩენი 8 კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

მანამდე კი, 2020 წლის 8 ოქტომბერს, დერეკ შოვინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - სასამართლომ მას 1$-მილიონიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, 2020 წლის 25 მაისს, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს მინეაპოლისის პოლიციის თანამშრომელმა ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. პოლიციელმა შოვინმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილებას გადააჭარბა - ფლოიდს ყელზე მუხლი ისე ძლიერად დააჭირა, რომ 47 წლის აფროამერიკელისათვის სიკვდილის მიზეზი გახდა. მომხდარს საზოგადოება საპროტესტო აქციებით შეხვდა - მთელი თვის განმავლობაში შტატების მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა და ღიად საუბრობდა ქვეყანასა და მსოფლიოში არსებულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა რასიზმი და დისკრიმინაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი