ზელენსკი პუტინს დონბასში შეხვედრას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, დონბასში შეხვედრას სთავაზობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ბატონო პუტინ, მე მზად ვარ შემდგომში და გეპატიჟებით შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დონბასის ნებისმიერ ადგილას, - მიმართავს ზელენსკი პუტინს. 

უკრაინის ლიდერი ამბობს იმასაც, რომ მოსკოვსა და კიევს, თავიანთი მომავლის შესახებ, განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა ეს შესაძლებლობად უნდა განიხილებოდეს და არა პრობლემად.

ცნობისთვის, უკრაინაში, დონბასის რეგიონში მდგომარეობა ამ დრომდე დაძაბულია. რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 58-ე არმიის ნაწილები გადაისროლა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ისინი ე.წ "წვრთნებში" მიიღებენ მონაწილეობას. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი