უბედური შემთხვევა კახეთში - "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი კაბელების შეკეთებისას დაიღუპა

გამოქვეყნდა:

"ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი, კახეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მოხდა. 

მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა უამინდობის დროს დაზიანებული ელექტროგამტარი კაბელების შეკეთებას ცდილობდა. მიღებული შოკის შედეგად, კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე გარდაიცვალა. 

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი დაუდევრობა გახდა. ცხედარი გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი