საქართველოში უკვე 161 დღეა, კომენდანტის საათი მოქმედებს - როდის მოიხსნება, არავინ იცის

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკვე 161 დღეა, ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლები და ინფექციონისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, ის ძალაში თითქმის 6 თვის წინ, 9 ნოემბერს შევიდა. 

საკოორდინაციო საბჭომ დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ. 

საქართველოს მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი