ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, ვინც ნიკა მელიას თავდებში უდგება რიხო ტერასია

გამოქვეყნდა:

ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ევროპარლამენტარი რიხო ტერასი ერთ ერთია რომელიც ნიკა მელიას თავდებობას ხელს აწერს. განცხადება ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.

ხაზარაძე განმარტავს, რას გულისხმობს თავდებობა და ამბობს, რომ ის გირაოს ალტერნატივაა:

"თავდებობა გირაოს ალტერნატივაა. ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს- ან 40 000 ლარი, ან ევროპარალამენტარების თავდებობა იმისათვის, რომ განიმუხტოს სიტუაცია. ეს დევს ახლა მაგიდაზე. არანაირი გირაოს გადახდა, არანირი 40 ათასის ჩარიცხვა სპეციალური ფონდიდან და ეს არის შესაძლებელი" ამბობს ხაზარაძე.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი