საკადრო ცვლილებები და როტაცია მმართველ პარტიაში - "ქართული ოცნების" წევრების ნაწილი ამბობს, რომ თალაკვაძის გადადგომის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.
"არ ვიცოდი... დღეს გავიგე.. ფორსმაჟორულად არ წასულა".. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, "ოცნება" ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეხვედრაზე განიხილავს. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ასეთი გადანაცვლელები კიდევ ვიხილოთ, დეპუტატი პასუხობს: "კი... ჩვენ ყოველთვის ვიხილავთ "ქართული ოცნების" ასეთ, თქვენთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო. ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოლოდინიც ამისი, აუცილებლად უნდა გქონდეთ".
იხილეთ ასევე: