გუდამაყრელი ნარუტო - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური

გამოქვეყნდა:

შენიშვნა: რეპორტაჟი ლაშა ბექაურის ევროპის ჩემპიონობის შემდეგ არის გადაღებული, 2021 წლის 25 აპრილს გავიდა მთავარი არხის ეთერში. გადაცემა POST FACTUM-ი.

28 ივლისს ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით, ქართული დროშით, ქართული ჰიმნით და თავისი ქართული სახელით ავიდა ევროპის ჩემპიონის კვარცხლბეკზე - 20 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ზუსტად ერთი კვირის წინ გახდა - ფინალური შეხვედრა უცნაური გამოდგა: ორი ქართველი შეხვდა ერთმანეთს - ბექაური ბექა ღვინიაშვილის წინააღმდეგ. 

ეს გამარჯვება ლაშასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - ევროპის ჩემპიონობით მან ოლიმპიური საგზური მოიპოვა და ჩემპიონის მომდევნო ტიტულისთვის ახლა უკვე ტოკიოში იბრძოლებს. 

რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაური თავის მშობლიურ სოფელში, არხილოსკალოში დაბრუნდა - იქ, სადაც მან პირველად დაიწყო წვრთნა და საიდანაც თავისი შრომით და ნიჭით მსოფლიო ტატამამდე მიაღწია.

როგორ დახვდნენ ევროპის ჩემპიონს მის მშობლიურ მხარეში - ნახეთ მაიკო ლიმიძის რეპორტაჟში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი