კასპში მომხდარი მკვლელობის გაგრძელება - სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცის შემდეგ, მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დანაშაულის დაფარვის მუხლით დააკავეს. 30 წლის ქალს ბრალს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.
მოკლულის ოჯახი ამბიბს, რომ ეს არ არის საკმარისი და ქეთევან ჩხაიძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეს რადგან, ისინი ფიქრობენ რომ ქმრის მივლელობაში ისიც მონაწილეობდა.
"ეს იყო განზრახ მკვლელობა, იმიტომ, რომ მიზეზი ჰქონდა ამ გოგოს, თავისი დანაშაულიდან გამომდინარე, მე არ ვიცი რომელიმე ადამიანი თუ აღიარებდა და იტყოდა, რომ ქმრის მეგობართან დაიწყო ურთიერთობა და ჰყოლოდა საყვარლად. მანაც მიიღო მონაწილეობა, კარები ვინ გაუღო, როგორ შევიდა ეს პიროვნება სახლში, უნდა დაისაჯოს სათანადოდ", - თქვა მოკლულის დედამ.
ახალგაზრდა კაცი მოკლული კასპის სასაფლაოზე 14 მარტს იპოვეს, მას ჭრულიბები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. მომხდარზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.