ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრილიუს ლანდსბერგისის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ლანდსბერგისმა თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს შეთანხმების საბოლოო ხაზი არ არის.
როგორც მან აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე, სრული სიზუსტით უნდა იყოს შესრულებული.
"შეთანხმება არ არის საბოლოო ხაზი. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სიზუსტით. მოვუწოდებ ბატონ მელიას გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომლებიც შეთავაზებულია ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარტიის წევრებმა გამოხატონ სურვილი, რომ შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც ზემოაღნიშნული შეთანხმების სწრაფ და დაუყოვნებლივ განხორციელებას უზრუნველყოფს",- თქვა მან.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური შეხვედრები თბილისში გუშინ, 28 აპრილს დაიწყო. ის შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ლანდსბერგისი საქართველოს დღეს დატოვებს.
ამავე თემაზე: