მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა - თეოლოგები ნინოწმინდის პანსიონზე

გამოქვეყნდა:

თეოლოგების სააღდგომო ეპისტოლეში, საუბარია სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონზე და მის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ის, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის მიზნით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ უშვებს.

თეოლოგები, მეუფე სპირიდონის საქმიანობაში საეჭვო კორუფციული სქემების რისკებსაც ხედავენ:

"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქ რაღაც ჯანსაღად და კანონიერად ვერ არის და სწორედ ამ ნიადაგზეა გავეშებული მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც, რომელიც უზარმაზარი ფინანსური სუბსიდიებით სარგებლობს, როგორც ეკლესიისთვის განკუთვნილი ოფიციალური საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ისე სხვადასხვა ფონდიდან და კერძო ბიზნესშემოწირულობიდან. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არ ხორციელდება არანაირი აუდიტი და მოკვლევა, არ საჯაროვდება ხარჯთაღირცხვა და თანხების მოხმარების მიზნობრიობა, მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა, ხოლო პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე ხელშეუხებლობის იმუნიტეტითა და შეუვალობის პრივილეგიით სარგებლობენ. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ომბუდსმენის, ფინანსური პოლიციისა და საგამოძიებო სამსახურების  შესვლა საპატრიარქოს შესაბამის უწყებებში, სადაც უმწიფარი და მოზარდი ახალგაზრდობა სრულიად დაუცველი, ექსპლუატაციასა და მონურ მდგომარეობაში მყოფია", - წერია ეპისტოლეში.

ეპისტოლეს ხელს აწერენ:

  • ზვიად ცაბაძე
  • გიორგი ტიგინაშვილი
  • გიორგი გეგუჩაძე
  • ვანო შოშიაშვილი
  • გიგა ამირანაშვილი
  • დავით ნებიერიძე
  • ლადო წითლიძე
  • გურამ პაპავა
  • ლაშა ჯიხვაშვილი
  • გოგა ესიავა
  • სანდრო ხაჯალია
  • ეკლესიის ისტორიის მკვლევრები:
  • შოთა მათითაშვილი
  • ბექა ჭიჭინაძე

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი