ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთის საზღვარი გადასწია

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი ისტორიკოსი ტყეში ფეხით სეირნობდა, როდესაც შენიშნა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ქვა 2,29 მეტრით იყო გადაადგილებული.

ტრაქტორზე მჯდომი ბელგიელი ფერმერი აშკარად ქვის ადგილმდებარეობამ გააღიზიანა, რადგან ის ტრაქტორს უშლიდა ხელს, ამიტომ მან ქვა საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაწია.

საერთაშორისო აღშფოთების ნაცვლად, ამ ინციდენტმა ორივე მხარის წარმომადგენლები ძალზე გაახალისა.

მან ბელგია გაადიდა, ხოლო საფრანგეთი დააპატარავა. არც ისე კარგი იდეაა ეს - აცხადებს დევიდ ლავაუ, ერთ-ერთი ბელგიური სოფლის მერი.

ბელგიისა და საფრანგეთის საზღვარი 620 კილომეტრის სიგრძისაა. ის ფორმალურად კორტრიკის ხელშეკრულების დროს შეიქმნა, რომელსაც 1820 წელს ნაპოლეონის ვატერლოოსთან დამარცხებიდან ხუთ წელიწადში მოეწერა ხელი. ქვა 1819 წლისაა, როდესაც საზღვარი პირველად მოინიშნა.

მე გახარებული ვიყავი, რადგან ჩემი ქალაქი უფრო გაიზარდა. მაგრამ ბუზინი სიურ-როკის მერი არ დამეთანხმა - ამბობს ხუმრობით ბელგიელი.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი