"ერთობა, რაობა, იმედი" - ლევან ვასაძე პარტია "ერს" აფუძნებს

გამოქვეყნდა:

ჰომოფობიური, ქსენოფობიური, პრორუსული ჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის და პარტიას სახელად "ერი" აარსებს. მან ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა. ვასაძის განმარტებით, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლების მიზეზი არსებული პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიზისია.

მისი პარტიის ლოზუნგი იქნება – "ერთობა, რაობა, იმედი".

"უკვე ლეგენდარულ მასშტაბში ასული ჩვენი ურთიერთსიძულვილის და ურთიერთდაპირისპირების ანტიკულტურა, ექსტრემისტული მე ვიტყოდი თავდასხმები ერთმანეთზე, ჩვენი ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებზე უკვე გახდა ყოველდღიური რეალობა და ამ რეალობიდან ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი.

მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარებისა მე არ მიმაჩნია პანდემიაც კი, რომელიც უსათუოდ არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენ ეკონომიკაზე, ისევე, როგორც ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ვართ ბევრად უარესად, ვიდრე ვიქნებოდით, პანდემიის მიუხედავადაც კი, რომ არა ის დესტრუქციული პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც, პრაქტიკულად ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღების მწყობრი სისტემა", - თქვა ლევან ვასაძემ.

მისი აზრით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანაში" დაიწყო და "ქართული ოცნების" დროს გაგრძელდა. მისი თქმით, რეფორმის გამო ქვეყნისთვის ერთადერთ პროდუქტიულ სისტემაზე - ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტის ინსტიტუტზე უარი ვთქვით. 

ვასაძის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა ეს მისთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯია. 

"ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა როგორც "ქართული ოცნების" ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან", - თქვა მან

მისი აზრით, დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს და ამცირებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი