"ქართული ოცნება" საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას პრეზიდენტის მხრიდან არ ელოდება.
ოპოზიციის პოზიცია, რომ დიდ რისკებს ხედავენ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, ეს არგუმენტირებული არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არ არის ასე, ამას არ ვეთანხმები და შესაბამისად არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, სწორი არაა,"- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
თავად სალომე ზურაბიშვილი კი არ პასუხობს შეკითხვას, გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას და დაადებს თუ არა მის პირველ ვეტოს კანონპროექტს.
ვეტოს შესაძლო გამოყენების მოლოდინი ოპოზიციას მას შემდგ გაუჩნდა, რაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს ხვდებოდა.