პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ამისთვის სამართლებრივი არგუმენტები ვერ დაინახა და აღნიშნა, რომ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

ახალი ცვლილებები არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად. ამ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდა - პრეზიდენტმა ვეტოს უფლება ისევ არ გამოიყენა.

შესაბამისად, კანონპროექტი, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აფასებს, როგორც რეპრესიები და პროტესტის ჩახშობის მცდელობა, კანონად იქცა.

რეპრესიები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ - რას ითვალისწინებს ცვლილებები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი