"მაღალი პოლიტიკური სოლიდარობისა და მორალური ღირსების აქტი" - ოპოზიციის შეფასება ევროკავშირის გირაოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თევმჯდომარე ნიკა მელიასათვის გირაოს გადახდის ფაქტს, მელიას პოლტპატიმრობის აღიარებად აფასებენ ოპოზიციაში. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, ეს უპრეცენდენტო შეთხვევაა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ნუგზარ წიკაურის განცხადებით, ნიკა მელია ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა. მან გირაოს გადახდის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან გაიგო.

"ევროკავშირის ეს ნაბიჯი არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. ეს არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობისა და მორალური ღირსების აქტი. ჩვენ მადლობას ვუცხადებთ, ყველა იმ ადამიანს ვინც გადადგა ეს ნაბიჯი. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას არანაირი ბრალი, არანაირი კრიმინალი არ გააჩნდა და ის იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური პატიმარი. ამ მოლაპარაკებებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მიმდინარეობდა, მონაწილეობას არ იღებდა არც ნიკა მელია და არც მისი ადვოკატები. ნიკა მელიამ გირაოს გადახდის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო", - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

რაც შეეხება შარ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა.

"ეს ცალსახად ადასტურებს, რომ ნიკა მელია იყო პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი. ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა "ქართულ ოცნებას"- ასეთ კომენტარს აკეთებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკა მელია საერთო ბრძოლას მალე შეუერთდება.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა დღეს ჩარიცხა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი