თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე დავით გარეჯში - სრული მასალა, რომელიც აქამდე არ გინახავთ

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "მთავარ არხსა" და ივერი მელაშვილზე - რა მოხდა დავით-გარეჯში და რატომ იყვნენ იქ არხის გადამღები ჯგუფი და ივერი მელაშვილი.  

ღმერთისა და პატრიოტიზმის სახელით ძალადობა ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე დავით გარეჯის ლავრის წინ, დაახლოებით სამ საათზე დაიწყო. ღამისთევაზე სხვადასხვა ტაძრებიდან მისულ სასულიერო პირებს, სავარაუდოდ, სატრაპეზოში შეატყობინეს, რომ "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი რესპონდენტთან ერთად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა გადაღებას ისევ აგრძელებს. ერთ-ერთი სასულიერო პირი მიკროფონის მიმღებს ივერ მელაშვილს ჯიბიდან აცლის და ხევში აგდებს. კამერა სწორედ მაშინ ზიანდება, როცა სასულიერო პირები ძირს დავარდნილ ოპერატორს ურტყამენ. ძალადობას "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი თვალს ავტომოლბილიდან ადევნებს, თუმცა არ რეაგირებენ. 

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი და ივერი მელაშვილი გარეჯში სიუჟეტის გადასაღებად ჩავიდნენ.

"მთავარმა არხმა" მოიპოვა რუკები და ყველა დოკუმენტი, რომელიც კარტოგრაფების საქმეში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დევს. მეცნიერებს პროკურატურა სწორედ ამ რუკის საფუძველზე ედავება, რომ გარეჯის ტერიტორია გაასხვისეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთმანეთს შეგევდარებინა პროკურატურის მიერ მოპოვებული რუკები და საზღვრის შეთანხმებული და შეუთანხმებელი მონაკევეთები. ამასთანავე, ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრის მონაკვეთი შეთანხმებული საერთოდ არაა და თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორია ან დაკვკარგეთ და ან ვიღაცამ გაყიდა - ეს ფორმულირება უბრალოდ არაა სწორი. მოლაპარაკებები ამ მონაკვეთთან დაკავშირებით ისევ გრძელდება.

კომისიამ საკუთარი მუშაობისას შეათანხმა მხოლოდ ის წერტილები, რომელშიც არ შედის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტაძრები და კელიები. 2006 წლის შეთანხმებით ქვეყანას რეალურად არაფერი დაუკარგავს. დავით გარეჯი სულ 16 ძეგლისგან შედგება აქედან 13 საქართველოს ტერიტორიაზეა და მასზე დავა არასოდეს ყოფილა. 1 ძეგლი ბერტუბნის მონასტერი აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს და ეს არ იცვლება არც იმ 38 წლის რუკით რომლის არ გამოყენებასაც კარტოგრაფებს ედავებიან. ორი - უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური კოშკი მდებარეობს ქედზე, საზღვრის ხაზთან და ეს მონაკვეთი ამ დრომდე ვერ თანხმდება.

ნინო კეკელიას რეპორტაჟი - "გარეჯი"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი