სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში ისევ ენზელ მკოიანს უკავშირდება – მომხდარის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მორიგი დაპირისპირება სამცხე-ჯავახეთში - სისხლიანი გარჩევა ისევ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელს უკავშირდება.

ახალქალაქში, ჩხუბი ბენზინგასამართ სადგურზე საღამოს მოხდა, რა დროსაც, ერთმანეთს ენზელ მკოიანის გარემოცვის წევრები და ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ.

დეპუტატის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი არარატ ამბარიანია. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავდასხმაში უშუალოდ ამბარიანი მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად მძიმედ დაშავებული არტაკ ბარიკიანი და არა ხრიმიანი ახალქალაქის საავადმყოფოში მიიყვანეს. ერთ-ერთ დაზარალებულს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, შედარებით მსუბუქად ნაცემი ერთი პირი ახალქალაქის საავადმყოფოში მიყვანისას აღრიცხვაზე არ აიყვანეს, მეორეს კი სამედიცინო ისტორიაში ჩაუწერეს, რომ სახურავიდან ჩამოვარდა.

ახალქალაქში ამ შემთხვევაზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა კამერის მიღმა ყვებიან, რომ დაზარალებულებმა დღეს საავადმყოფოდან გაქცევაც სცადეს - მათ ენზელ მკოიანის ე.წ. დაჯგუფების მხრიდან ახალი თავდასხმის ეშინიათ.

ჩხუბის შესახებ ბენსინგასამართ სადგურზე დღეს არ საუბრობდნენ. ადგილზე მყოფები „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ და ქალაქის დატოვება მოსთხოვეს. თავად ამბარიანი, სავარაუდოდ, ისევ ენზელ მკოიანის მხარდაჭერით, 3000 ლარის გირაოთი გაათავისუფლეს.

ადგილობრივების მსგავსად მკოიანსა და მის დაჯგუფებაზე მოურიდებლად საუბრობს ოპოზიციაც.

მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, უცნობია, არიან თუ არა დაკითხულები და გამოკვეთა თუ არა პოლიციამ კონკრეტული დამნაშავე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი