გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შეიძლება მეც მქონდეს - მელია ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ იწელება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი. მისი თქმით, არ სურს გადაწყვეტილება ისე გამოაცხადოს, რომ ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ ჰქონდეს და თუნდაც რამდენიმე რეგიონში არ ჩავიდეს.

მელიას თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პარტიაში უმეტესობას მიღებული აქვს.

"კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს და შეიძლება მეც მქონდეს მიღებული უკვე და წინ შეიძლება ბევრი არაფერი მიდგას, რომ ჩავატარო დღეს საღამოს ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება, ჩემ თავზე ავიღო ის რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას რასაც ვეძახით, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას. [...] 

სულ რაღაც 4 დღე ვარ იქ, სადაც ვარ, ანუ აღარ ვარ იქ სადაც ვიყავი. არ მინდა უბრალოდ რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში, ამავე დროს არ მინდა თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური", - თქვა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ პარტიაში საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ გრძელდება. ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი